— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ლევან კობიაშვილი „ფიფას” ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა

ლევან კობიაშვილი „ფიფას” ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა

ლევან კობიაშვილი „ფიფას” ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი წარმომადგენელი ამ თანამდებობას იკავებს.

კომიტეტი, რომელიც 24 ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტებს აერთიანებს, „ფიფას“ წევრი ასოციაციების მხარდაჭერასა და ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ფიფას მამაკაცთა ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება, რომელიც მაღალი დონის ტურნირების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.

ორივე კომიტეტში საქმიანობა 2025-2029 წლებში გაგრძელდება. პარალელურად, კობიაშვილი განაგრძობს მუშაობას უეფას აღმასრულებელ და ფეხბურთის კომიტეტებში, სადაც ისეთ ლეგენდებთან ერთად მუშაობს, როგორებიც არიან ლუიშ ფიგუ და დემეტრიო ალბერტინი.