თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა…

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობით ხსნის. ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-თან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

„კარგად ხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ და როდესაც საუბარია, რომ „ქართული ოცნება“, უტრირებულად რომ ვთქვათ, ლანძღავდა ამერიკასო, მაგიტომ არის რომ ურთიერთობები ამ მდგომარეობაშიაო. ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ამერიკას და ადმინისტრაციას, ევროპას და ევრობიუროკრატებს. მეორე, ჩვენ  ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, თან თავდასხმის რეჟიმში ჩვენ არ ვყოფილვართ, თავდაცვის რეჟიმში, სწორედ ისინი არიან დონალდ ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციის მტრები. შესაბამისად, თანხვედრა გვაქვს ღირებულებით ნაწილში, საერთო მტრებში, ევრობიუროკრატების შეფასებაში, უკრაინის ომის შეფასებაში,  USAID-ის და NED-ის შეფასებაში, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია, დაწყებული იმით, რომ ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს საარჩევნო პერიოდში, დამთავრებული ამ ერთი-ერთში მსგავსი შეხედულებებით და გზავნილებით და შესაბამისად, წინ არაფერი უნდა დაუდგეს ურთიერთობების გადატვირთვას. ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს. ჩვენ არაფერს ვაკლებთ და პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერავისგან რომ რამე გვაქვს ამისთვის დაკლებული. მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვიხილეთ, როდესაც თავისმა კოლეგამ დაპატიჟა. ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან წარმატებული ვიზიტი ვიხილეთ, რა დონის შეხვედრები ჰქონდა კარგად ნახეთ და ბატონი რუბიოს ზარიც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან. აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს იქ გათვალისწინებული“-განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის… პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

1 სთ წინ4 წთ
საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის… პოლიტიკა

საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია

2 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

2 სთ წინ1 წთ