თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს – ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი ცოტნე კობერიძე – როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა – მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, “გაუსწორა ” ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე ცოტნე ანანიძე: აზიასთან თანამშრომლობის კრიტიკით ოპოზიცია არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას აზიანებს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები

“საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის — სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ.”- წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი დონალდ ტრამპის წერილს ეხმიანება, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად იარონ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ.

მაჭავარიანი ოპტიმიზმით არის განწყობილი, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყება.

“ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს:
ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს;
ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას;
სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში;
ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით;
მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით;
ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით — ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთი-ერთში ასახა აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში;
გარე ჩარევის რისკების იდენტური შეფასება;
სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში;
ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში.

ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს.”- წერს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს – ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი

3 სთ წინ2 წთ
პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე – როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა – მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს

7 სთ წინ7 წთ
გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, “გაუსწორა ” ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე

7 სთ წინ1 წთ