თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი – დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე

კონკრეტულად რასა იუკნევიჩიანეს რაც შეეხება, ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო ეს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილით ჩვენი ქვეყნის მიმართ, ადამიანი, რომელიც, დადასტურებული ფაქტია, არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უახლოესი მოკავშირე და მეგობარი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ მიჩვეული ვართ ევრობიუროკრატებისგან ძალიან ალოგიკურ ქმედებებს და არათანმიმდევრულ ქმედებებს. სხვათა შორის, კონკრეტულად ამ მოხსენებასთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, ბევრი საღი აზრიც მოვისმინეთ ჩვენ და აბსოლუტურად სწორი კომენტირება, რომ „ქართული ოცნება“ დაკავებული არის სუვერენიტეტის გამყარებით. ეს იყო სწორი შეფასება იმ დეპუტატების მხრიდან და ახლა ქალბატონი რასა რას ჩაწერს, რას დაწერს, საერთოდ არ გვაინტერესებს. არც წამიკითხავს, შეიძლება, კიდევ წერია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ბოლო რეზოლუციაში ასე ეწერათ. შესაბამისად, ისეთი აცდენა არის მოცემულობაში ფაქტებთან და ასე შემდეგ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს, ეს ვერც ვერაფერს გააუარესებს და ვერც ვერაფერს გააკეთილშობილებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აქ საქმე არის ძალიან მარტივად.

„კონკრეტული ევრობიუროკრატების მიმართ რა პრეტენზიებიც „ქართულ ოცნებას“ გვაქვს, ზუსტად ანალოგიური გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ ბატონი ვენსი როდესაც ჩაბრძანდა მიუნხენში ერთი წლის წინ და შემდეგ როდესაც მათ თავიანთი უსაფრთხოების სტრატეგიაში, ოფიციალურ დოკუმენტში ასახეს ერთი ერთში ის ბრალდებები, რა ბრალდებებიც ჩვენ გვაქვს ევრობიოროკრატების მიმართ. მათთან დალაგება არის ძალიან რთული. ჩვენ დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ევროკავშირში, დავსხდებით და გავივლით ყველა საკითხს. 21 ნოემბერს, როდესაც ასეთი შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რაღაც საბაბებით ჩაშალეს, იქიდან გამომდინარე, რომ არგუმენტებით საუბარი არ აწყობდათ. ან უნდა შეეგუონ, რომ მათი მმართველი აგენტურა – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა, ან უნდა აღიქვან რეალობა, უნდა დასხდნენ და „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკონ, ოღონდ ელაპარაკონ როგორც პარტნიორს და არა როგორც ვასალს. ვიდრე ეს მართლა მათ ცნობიერებაში არ შეიცვლება და მათ მოლოდინი ექნებათ, რომ საქართველოს დაელაპარაკებიან, როგორც ვასალს, აბსოლუტურად არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ყველაფერი დავივიწყოთ და პარტნიორული ურთიერთობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აზიანებს თუ არა დიდი ბრიტანეთის გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყანას რეპუტაციულად და, პირველ რიგში, იმ მედიებს, რომლებიც გახდნენ სანქციების სამიზნე, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ არის პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

16 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

18 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ