— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო…

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2022 წელს კაია კალასის და 2026 წელს ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს განცხადებებს ეხმიანება, სადაც პირველ შემთხვევაში პუტინის იზოლაციაზე, ხოლო ახლა მასთან მოლაპარაკებების გამართვაზეა საუბარი.

მისი თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო.

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ სანამ დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისს დაიკავებდა, არავის ძალისხმევა არ ახსენდება, რომ „ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო“.

„ანალოგიური რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააჟღერა.
სამწუხაროდ, სანამ ბატონი ტრამპი დაიკავებდა ოვალურ ოფისს, აბსოლუტურად არავის ძალისხმევა არ მახსენდება, რომ ეს უბედურება დიპლომატიის გზით დასრულებულიყო. ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მკაფიო პოზიცია იყო, რომ რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა.
შეგახსენებთ ანგელა მერკელის ბოლოდროინდელ ინტერვიუსაც, სადაც მან დააფიქსირა, რომ 2023 წელს მინსკის ალტერნატიული ფორმატის შეთავაზებას აპირებდა პუტინისთვის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა დახვდა.
ასევე, ომის დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში ეს ტრაგედია დასრულდებოდა, ბორის ჯონსონს რომ არ ჩაეშალა უკრაინა-რუსეთს შორის სტამბულში მიღწეული შეთანხმება.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, რომ ეს ომი არ დასრულებულიყო. თან იმის ფონზე, რომ აღნიშნული აქტორები მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ, რომ რუსულ გაყინულ აქტივებს უკრაინას გადაცემდნენ და აშ. სად გაქრა ეს დაპირებები?! დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული?! იმაზე, რომ ათობით მილიონი უკრაინელი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი?! იმაზე, რომ ქვეყნის ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია?! კიდევ ცალკე საკითხია რამდენი წელი დაჭირდება უკრაინელ ხალხს ამ უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა?! ბორის ჯონსონი იღებს პასუხისმგებლობას?!
იმათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და სამწუხაროდ დღემდე გინდათ იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ “ვაგინებდით”, იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და ცას არ ვუკეტავდით, იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად, იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით და ტანკებით აფხაზეთში და ცხინვალში არ “ვსეირნობდით”, იმის გამო, რომ არ ავმჩატდით, როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და პრიგოჟინის “რევოლუციის” არ დავიჯერეთ და საერთო ჯამში იმის გამო, რომ რაც თქვენ გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ცივსისხლიანი პრაგმატიზმით ვიმოქმედეთ ამ 4 წლის განმავლობაში, გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ გეოპოლიტიკური ილუზიებიდან, თავი დააღწიოთ “სურვილებით ფიქრს” (wishful thinking) და ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“- წერს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

24 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

25 წთ წინ4 წთ