— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ. პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის…

“მოგიწოდებთ, პოპულიზმს თავი დაანებოთ და როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსაუბრობთ, თან მოაყოლოთ, რაღაც ტიპის დაზღვევა. როდესაც ჰაერზე ლაპარაკობთ 250 ათას ადამიანზე, რომ დავაწესოთ ქვედა ზღვარი დაეწიოთ ხელფასი, ძალიან კარგია. ვისურვებდით, რომ ორჯერ დიდი ხელფასი ჰქონდეთ, მაგრამ ვხედავთ რისკს, რომ აქედან შეიძლება თუნდაც, ნახევარი უმუშევარი დარჩეს“- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ „გახარია-საქართველოსთვის“ ინიციატივა პენსიების 200 ლარით გაზრდის შესახებ პოპულისტური და უპასუხისმგებლოა, რადგან მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტული არგუმენტები და დაზღვევის მექანიზმები.

მაჭავარიანმა, ასევე, გაიხსენა გახარიას გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება, რომ პენსიების გასაზრდელად თანხას პოლიციას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოაკლებდა.

„თქვენ რომ პოპულიზმისთვის ეს თემა არ გამოგეყენებინათ, უფრო მომზადებულები მოხვიდოდით და რაღაც დაზღვევის მექანიზმს იტყოდით, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ამით შეიძლება ეს საკითხი დაიზღვეს -თქვენ, ამ მიმართულებით საერთოდ არ გიმუშავიათ იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ პოპულიზმისთვის გამოსაყენებელი თემა.
ბატონო გიორგი, [შარაშიძე] როდესაც თქვენი თანაპარტიელი ამბობს, რომ 200 ლარით გაიზარდოს პენსიები, ძალიან კარგია, გულწრფელად გეტყვით ხუთასი ლარით რომ გაეზარდოთ ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ მოცემულობიდან გამოვდივართ. კითხვას რომ უსვამენ თქვენს თანაპარტიელს, რას მოაკლებდიო და უპასუხისმგებლოდ რომ ამბობს პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურსო, ანუ პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის გარეშე დავრჩეთ ქვეყანაში? პენსიონერებს შეეკითხეთ, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე თქვენს გუნდს და თვითონ გეტყვიან, რომ გვირჩევნია, ჩვენი შვილიშვილები უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრობდნენო და ცოტა კიდევ გავიჭირვებთ და იქითა წელს მოგვემატება. ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის პოპულიზმი. სჯობს, რომ ეს ყველაფერი გაამყაროთ კონკრეტული არგუმენტებით და თქვათ, რომ ამა და ამ გზების გავლის შედეგად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩება, დღეს თქვენ ჰაერზე ლაპარაკობთ, აქედან გამომდინარე, მაგაში ვერ შემოგყვებით, რადგან პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვართ.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მაჭავარიანის საპასუხოდ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილს პოლიცია პირდაპირი გაგებით არ უხსენებია, არამედ ახსენა პოლიტიკური პოლიცია, რაზეც მაჭავარიანმა მიუგო, რომ „ეს ზოგადი საუბარია“.

„რა პოლიტიკური პოლიცია. თქვენ ხართ ის პარტია, რომელიც იმ აქციებს, მშვიდობიან აქციებს უწოდებთ. პოლიციელები თქვენ გისმენენ. სამი საათი რომ აგინებდნენ, აფურთხებდნენ და პიროტექნიკას ესროდნენ და ის ბიჭები ვაჟკაცურად რომ იდგნენ, რადგან საქართველოს ასე სჭირდებოდა და გაფრთხილების მერე, სამ საათში რომ გადადიოდნენ მოქმედებაზე, თქვენ მაგას უწოდებთ მშვიდობიან აქციას და ლევან გოგიჩაიშვილი „შპანას“ უწოდებს პოლიციელებს. ეს არის თქვენი პარტიის შეხედულება პოლიციელებზე. ჩვენთვის ჩვენი პოლიციელები გმირები არიან, თქვენთვის ლაზარე [გრიგორიადისი] და [მზია] ამაღლობელი არიან გმირები. მიუხედავად თქვენი შეხედულებისა პოლიციელებისადმი რომ დაგჭირდეთ მაინც დაგიცავენ, მაგრამ თქვენი შეხედულება არასწორია“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ