თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი – „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა, გამოდის, ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ფაშისტური მიდგომაა

ლევან მაჭავარიანი – „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა, გამოდის, ტელევიზიებს…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა.

მისივე თქმით, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს.

„ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. სამწუხაროდ, „იმედის“ შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არ არის. ჩვენ 2007 წელს ვიხილეთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა როგორ ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით და ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ. მაგალითებია მოყვანილი, თუ რის გამო დასანქცირდნენ ეს ტელევიზიები. რასაც გადავხედე, ყველაფერი, რაც იქ წერია, სიმართლეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

მსგავსი სიახლეები.

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

54 წთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს

1 სთ წინ2 წთ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

4 სთ წინ1 წთ