— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია – ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. შემდეგ უკვირთ, როგორ ვანადგურებთ არჩევნებში

ლევან მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი…

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, – წერს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მას “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მოწმედ გამოკითხვას დაჰპირდა.

მისივე თქმით, ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მოულოდნელი არაფერია, ვინაიდან, ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად აგზავნიან უცხოეთში დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ „დანოსებს“.

“აბრალებენ საქართველოს უბინძურეს ტყუილებს, სთხოვენ გარე ძალებს, რომ დასანქცირდეს ჩვენი სამშობლო, დადიან ბრიუსელის კაბინეტებში და მათხოვრობენ, რომ გაგვიუქმდეს ვიზალიბერალიზაცია. შეუჩერებლად აგზავნიან უცხოეთში „დანოსებს“, რაც მთლიანად დეზინფორმაციას ეფუძნება.
ლანძღავენ ყველაფერს, რაც კი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყველაფრით უპირისპირდებიან ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას.
ახლა ისიც ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა. ამაში მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არაფერია. ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯიდან გამომდინარე, ბოლომდე შეაძულეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. შემდეგ უკვირთ, თუ როგორ ვანადგურებთ არჩევნებში.
საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.” – წერს ლევან მაჭავარიანი.