— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა – ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ

ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა – ევროპარლამენტარების ეს…

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ევროპარლამენტართა ეს კონკრეტული სამარცხვინო ნაწილი იღებს აბსურდულ რეზოლუციებს საქართველოსთან დაკავშირებით და „მზრუნველი სახეებით მსჯელობენ“ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ამ დროს კი არც იციან საქართველოს ადგილმდებარეობა.

„კარგია, რომ ის მითი, თუ პოლიტიკოსი დასავლელია, ე.ი აუცილებლად სიმართლეს საუბრობს, არასდროს არ ცდება, არასდროს არ იტყუება და აპრიორში წესიერი და ყოვლისმცოდნეა, რამდენიმე წელია დაიმსხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს მითი განსაკუთრებით ევროპელ პოლიტიკოსებზე – ევროპარლამენტარებზე ვრცელდებოდა.
სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა. გეოგრაფია, რომ სკოლაში არ აინტერესებდა გასაგებია, მაგრამ ამხელა ომის ფონზე მაინც ხომ უნდა დაინტერესებულიყო ირანის ლოკაციით?! გამოდის, რომ არც მინიმალური ცოდნა-კომპეტენცია აქვს და არც მიმდინარე პროცესების ინტერესი?!
ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებსა და ჭკუას გვარიგებს ქართველებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ისინი გამოდიან მოწოდებებით, სერიოზული და მზრუნველი სახეებით „მსჯელობენ“ ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით. საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა ქართველებზე და რა თქმა უნდა, არც საქართველოს ადგილმდებარეობა იციან.
ვისთვისაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები მნიშვნელოვანია, უკვე დროა …“- წერს ლევან მაჭავარიანი.