თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება”, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ – ისინი დამოკიდებული არიან გარე ძალების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ…

როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენიმე ხანში გადატვირთვა ურთიერთობის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ასევე, სულ რამდენიმე თვეში, როდესაც ალუმი იმართებოდა მოსკოვში, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ იქ და შესაბამისად, აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და იმგვარად იქცეოდნენ, როგორიც იყო დავალება, მათ უფლება არ აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ და სხვა რიტორიკით გაავრცელონ ნარატივი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ახლანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებაში იყო, რუსებს საზღვარზე ხვდებობდა, ასევე, რუსულ კომპანიებს გადაუფორმეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლადაც გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს. მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც გარე ძალების დღის წესრიგი შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეიცვალა ქართული ოპოზიციის რიტორიკაც, რომლებიც სწორედ გარე აქტორების მითითებებსა და კარნახზე არიან დამოკიდებული.

„ისინი ხვდებოდნენ საზღვარზე რუსებს, ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, გადააფორმეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, სხვათა შორის, რუსეთს მისცეს გადამწყვეტი ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და ა.შ.. ასევე, ის სამარცხვინო რეზოლუცია, რაზეც ხელი მოაწერეს და ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა.

ხოლო, როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მანდ უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე.
შესაბამისად, ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოკიდებული არის გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და როგორც ეუბნებიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

11 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

14 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ