— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი – ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს

ლევან მახაშვილი – ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან…

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის.

„ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი, უზადო დიპლომატიის, უზადო კომპეტენციის ადამიანი, სწორედ ახლა სჭირდება.

რაოდენ დასანანია, რომ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი კაია კალასია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არ შეცვლიან, ისეთს ჩათვლიან თუ ასეთს ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.