თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
Uncategorized

ლევან მახაშვილი – ევროკომისიამ საგულისხმო კვლევა გამოაქვეყნა, გეოგრაფიას ვერავინ უგულვებელყოფს, აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე

ლევან მახაშვილი – ევროკომისიამ საგულისხმო კვლევა გამოაქვეყნა, გეოგრაფიას ვერავინ უგულვებელყოფს, აუცილებელია საქართველოსთან…

როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ძალიან საინტერესო და საგულისხმო კვლევა გამოქვეყნდა თავად ევროკავშირის მიერ, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორის მიერ, რაც არის ალბათ საუკეთესო პასუხი მათივე ხელმძღვანელებისთვის, ვგულისხმობ მარტს კოსს, კაია კალასს და სხვებს, რომლებიც საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებენ ხოლმე. მათ, შეიძლება, პოლიტიკურ განცხადებებში უგულვებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ უგულვებელყოფს. როცა საქმე ეხება ევროკავშირი ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი ამ პროცესში. განსაკუთრებით, ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორებში. ამიტომ ეს კვლევა ალბათ არის საინტერესო შეთავაზება, წახალისება ევროკავშირის, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის, იქმნება უამრავი ინფრასტრუქტურა, ჰარმონიზდება რეგულაციები, რომ მარტივი იყოს ბიზნესებისთვის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილება და პირიქით, იქნება ეს რკინიგზა, პორტები და ა.შ. ერთადერთი, რაც ამას აკლია, არის ევროკავშირის მხრიდან ნორმალური, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვგულისხმობ საქართველოსთან დიალოგში ჩართვას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევაც არის ერთ-ერთი კარგი პირველი ნაბიჯი ამ კონსტრუქციული ურთიერობისკენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

მსგავსი სიახლეები.

Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ
სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს Uncategorized

სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს

30 ივლისი3 წთ