თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი

ლევან მახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს…

ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს – ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი.- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ რადიკალ ძალებს სურთ ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დედა-ეკლესიას, პატივსაცემ ადამიანებს და უმთავრეს მონაპოვარს- მშვიდობას.

„მოდით, გადავხედოთ ამ ინსტრუქციადქცეულ რეზოლუციებს, ანგარიშებს, განცხადებებს და ვნახოთ, სინამდვილეში რა უნდათ, რა ინსტრუქციებს გასცემენ, რას უნდა ებრძოლონ საქართველოში: – მათ უნდა ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს – სამართალდამცავებს, სასამართლოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არჩევნებს, გამჭვირვალობას. მათი მიზანია ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია და სამართლებრივი საფუძვლების მორყევა, რათა ქვეყანაში დათესონ ქაოსი, ნიჰილიზმი და უნდობლობა. მათ არ სურთ ძლიერი სახელმწიფო, რადგან ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს მყარ სუვერენიტეტს, მათ კი სუსტი და მართვადი საქართველო სჭირდებათ. – მათ უნდა ებრძოლონ ჩვენი სულიერების მთავარ ბურჯს, ჩვენს დედა-ეკლესიას – იმ ინსტიტუტს, რომელმაც უმძიმეს საუკუნეებში შეგვინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება. ეკლესიასთან ერთად, ისინი ებრძვიან ოჯახს, ტრადიციებს, იდენტობას. ეკლესიასა და ღირებულებებზე თავდასხმით მათ სურთ ჩვენი ეროვნული სხეულის ხერხემალში გადატეხვა, რადგან იციან: სანამ ქართველ კაცს რწმენა და ტრადიცია უმაგრებს ზურგს, მას ვერანაირ უცხოურ დღის წესრიგს ვერ მოახვევ თავს. – მათ უნდა ებრძოლონ პატივსაცემ ადამიანებს – საზოგადოების ავტორიტეტებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, უფროსს თაობას, პატრიოტებს. მათ, ვისი სიტყვაც ხალხისთვის ყოველთვის წონადი იყო; მათ, ვის მიერ აღმართული დროშაც ერს აერთიანებს; მათ, ვისაც განუზომელი წვლილი შეაქვთ ქვეყნის შენებაში. მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მორალურად გაანადგურონ, ტალახი ესროლონ და გააუფასურონ ყველა, ვისაც ქვეყნის წინაშე დამსახურება აქვს, რათა საზოგადოება კონკრეტული გზამკვლევის გარეშე დატოვონ. – მათ უნდა ებრძოლონ მშვიდობას – იმ უმთავრეს მონაპოვარს, რომელსაც კბილებით ვინარჩუნებთ ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში. მშვიდობა მათთვის არა ღირებულება, არამედ დაბრკოლებაა. ისინი ცდილობენ საზოგადოების პოლარიზაციას, ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას, რათა დანაწევრებული და დასუსტებული ხალხი ადვილად გახდეს სხვისი ინტერესების მსხვერპლი.“-აღნიშნა მახაშვილმა.

მახაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი და დიდი გეოპოლიტიკური ეგოების მსხვერპლი.

„ეს რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩაცხრება, ჩვენი ქვეყანა კი მყარად გააგრძელებს საკუთარ გზას. აქ ისმება მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ: შესაძლებელია თუ არა, ასეთი დოკუმენტების ავტორებს ვუწოდოთ საქართველოს მეგობრები? პასუხი ძალიან მკაფიოა – არა! ნამდვილი მეგობარი პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს კულტურას და შენს უსაფრთხოებას. ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ვინც გაშანტაჟებს, ვინც ხელს აფარებს რადიკალებს და ვინც ცდილობს, დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება ერთიანი, მშვიდი და მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი და დიდი გეოპოლიტიკური ეგოების მსხვერპლი. მოსახლეობის გვერდში დგომით, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს!“- განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ… პოლიტიკა

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს

1 სთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

7 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

18 სთ წინ2 წთ