— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად

ლევან მახაშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ…

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურთიერთობის აკრძალვის მოწოდება საქართველოსთვის საზიანოა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ თბილისში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება და ქვეყანა არ აპირებს სხვის იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ჩართვას.

„ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომრჩეველი ითხოვს ხელმისაწვდომ ცხოვრებას, საზღვრის კონტროლს, საზოგადოებრივ წესრიგს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მშვიდობას. ამის ნაცვლად ხშირად იღებს გაუთავებელ გეოპოლიტიკურ მობილიზაციას, ომის დღის წესრიგს, ბიუჯეტის სამხედრო პრიორიტეტებზე გადაწყობას და იმ განცდას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა მათ დედაქალაქებში, არამედ არაფორმალურ კაბინეტებში. როცა ხილული ხელისუფლება უხილავ ცენტრებს ემორჩილება, როცა ქვეყანა მუდმივი კონფლიქტის ინსტრუმენტად იქცევა, როცა დიპლომატია ლოზუნგებით იცვლება და როცა კრიტიკა „არასწორ მხარეს დგომად“ ცხადდება, ასეთ დროს იშლება ლეგიტიმაცია, ამომრჩეველში კი იზრდება გაუცხოება.
ევროპული ოჯახი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ევროპულობა არ ნიშნავს ბრმა მიბაძვას იმ შეცდომისა, რომელსაც დღეს ფრანგი, გერმანელი თუ ბრიტანელი ამომრჩეველი რეიტინგებით აფასებს. ამ რეიტინგებში ჩანს ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტის მცდარი პოლიტიკის ანარეკლი. ეს რეიტინგები არის ხალხის მკაფიო ხმა, რომ მშვიდობა, სუვერენიტეტი და ადამიანის კეთილდღეობა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. და ვინც ერთს სწირავს მეორეს, ჯერ კარგავს ხალხის ნდობას, შემდეგ კი პოლიტიკურ მომავალს.
გამოვეხმაურები ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებასაც, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ ამერიკის ე.წ. MAGA-სთან. ამით ევროკავშირის გაფართოების კომისარი ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ პოლიტიკურ ძალას იმავე კატეგორიაში აყენებს, რომელშიც რუსეთს – ასახელებს როგორც „მოწინააღმდეგეს“ და “მტერს” გაფართოების პროცესში. ეს განცხადება მიუღებელი და საქართველოსთვის პირდაპირ საზიანოა. სწორედ ასეთმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ბრიუსელი იქამდე, სადაც ის დღეს იმყოფება. ბრიუსელის მხრიდან ამ ორის გაიგივება არის სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა: როცა პარტნიორობას აღარ ზომავ ინტერესით, არამედ იდეოლოგიური სიწმინდით, ადრე თუ გვიან საკუთარ მოკავშირესაც მტრად გამოაცხადებ. დღეს ეს უკვე მოხდა. ტრანსატლანტიკური სივრცეში უკვე მიმდინარეობს შიდა, ჩუმი გეოპოლიტიკური დაპირისპირება: ვაჭრობაში, ტექნოლოგიებში, გავლენის სფეროებში, კანდიდატ ქვეყნებშიც კი.
საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად. არასწორია ეს მოწოდება იმიტომაც, რომ ის ბრიუსელის სისუსტეს ამჟღავნებს და არა სიძლიერეს. თუ ევროპული პროექტი იმდენად მყიფეა, რომ მას ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი ანგრევს, პრობლემა არა MAGA-ში, არამედ ბრიუსელშია და იმ მცდარ პოლიტიკაში, რომელმაც ევროპა ინტერესებიდან იდეოლოგიაზე გადაიყვანა. საქართველოს პოზიცია მკაფიოა: საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომელთათვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა – პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი – მოსაშორებელი “ტრავმული მეხსიერება”. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში, და იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.“- განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ