თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოში იქნება მშვიდობა და გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა – ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს

ლევან მახაშვილი: საქართველოში იქნება მშვიდობა და გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა – ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ…

ყველას მივმართავ, ვისაც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა, გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მახაშვილმა აღნიშნა, თუ ადამიანებს გააბრუებ, ისინი გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და სულაც აღარ იქნება საჭირო ტანკებით სადმე შესვლა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის თავდასხმები იმ მედიასაშუალებებზე, ვინც სიმარტლეს ემსახურება.

„გეოპოლიტიკურ ბრძოლებში, ბრძოლა მიდის არამხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ, სიმართლისთვის, ანუ, ადამიანების გონებისთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანებს, სულ არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და ამის მიმართ სიმართლე არის საუკეთესო ფარი. ამიტომ არის გაცხოველებული თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება. ამიტომ, მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს,“ – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

8 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

9 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

10 სთ წინ2 წთ