თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურების ეფექტიანი მუშაობის გამო

ლევან ნიკოლეიშვილი გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის…

15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ელჩის ყოველი მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის.

“15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა და ირანის ისტორიულ გამოცდილებაზე აპლიკაციური ანალოგიებით მიუთითა, თითქოსდა მსოფლიო პოლიტიკა მხოლოდ მისი თვალით არის გასაგები.
შეხვედრის დამსწრეთა ნომენკლატურა წააგავს საკულტო თეორიული სემინარის მონაწილეთა სიას: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დავით ქაშიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მომავალი დაფინანსების „პრინციპულ-სტრატეგიული კვანძი“ ლუკა მიშველაძეა, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამსახურებული წევრი.
გენიალური „გეგმა-ინოვაცია“, რომლის ავტორიც ფიშერია, უკვე გამოჟონილია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ზედმიწევნით ახორციელებენ მონიტორინგს. ელჩის ყოველი ვაბანკური, მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის. ბატონ ფიშერს შეუძლია, ცენტრისთვის განკუთვნილ ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობის გამო.
კიდევ ერთი საინტერესო კონტრასტი: ვინ უფრო სასაცილოდ გამოიყურება – მუდმივად ხელმოცარული გერმანიის ელჩი ფიშერი, თუ გრელანდიაზე ამერიკელების შესაძლო თავდასხმის მოგერიების მზადყოფნაში მყოფი გერმანელი ჯარისკაცი?” – წერს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის… პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

59 წთ წინ4 წთ
საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის… პოლიტიკა

საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია

1 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

2 სთ წინ1 წთ