თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსეთ – უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას. პირიქით, ის თვითონ…

„ნამდვილად არ მსურს ნეგატიური პათოსი, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. დღევანდელი ევროპა, ევროკავშირის ფრთის ქვეშ, კატასტროფის ზღვრამდეა მიყვანილი. პოლიტიკური თვალსაზრისით, წევრი ქვეყნების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა აშკარად იზრდება სურვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეკონომიკური და სოციალური კრიზისები სისტემურ ხასიათს ატარებს: უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე რჩება, სოციალური დაზღვევის მექანიზმები არა მხოლოდ არასაკმარისია, არამედ ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ზამთრის დადგომასთან ერთად ამ პრობლემები კიდევ უფრო მძიმდება: ენერგორესურსების სერიოზული დეფიციტი, გათბობის მაღალი საფასური და ბიუჯეტური შეზღუდვები ფართო მოსახლეობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. ეს რეალობა არა მხოლოდ ეკონომიკურ სტაბილურობას აზიანებს, არამედ სახელმწიფოებრიობის ელემენტურ ფუნქციონირებასაც უქმნის რისკს.
უსაფრთხოების კუთხით სურათი შემაშფოთებელია. რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელი ომის ფონზე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას; პირიქით, ის თვითონ ხდება კრიზისების გამწვავების აქტორი. ყველაფერი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული მმართველობის შედეგია — სისტემატურად არასწორი პოლიტიკა, რომელიც ორგანიზაციას კატასტროფის ზღვრამდე მიჰყავს.
რუსეთზე სანქციების დაწესება პარალელურად ენერგორესურსების და სტრატეგიული პროდუქციის გაცვლა-ვაჭრობასთან ერთად წარმოუდგენელ წინააღმდეგობრივ სიტუაციას ქმნის. შექმნილი ილუზია და საინფორმაციო ომი ლოზუნგით „უკრაინა იგებს, რუსეთი მარცხდება“ ევროპელების გადასახადის გადამხდელთა მილიარდებს ყლაპავს, ხოლო მოსახლეობა თავიანთ ქვეყნებში უშუალოდ ხედავს საომარი მოქმედებების დამაზიანებელ გავლენას სამუშაო ადგილების სტაბილურობაზე და სოციალურ ფასეულობებზე.
ევროპის ლიდერებმა მიაღწიეს იმას, რომ არა მხოლოდ კომფრომტაციაში არიან სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან, არამედ ევროპის მთავარი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ნატო, ფაქტობრივად კარგავს ფუნქციას. რეალური სტაბილურობა კი მხოლოდ იმ ქვეყნებშია, რომლებიც არც სამხედრო, არც ეკონომიკურ ბლოკებს არ ეკუთვნიან და დამოუკიდებლად განაგებენ თავიანთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მომავალს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ