„კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს. როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. ეს პროცესი აძლიერებს პოლარიზაციას, ზრდის საზოგადოებრივ დაპირისპირებას და ქვეყანას სამოქალაქო კონფლიქტის რეალური რისკისკენ მიჰყავს. სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდებას სისხლის სამართლებრივად დასჯადად გახდის და მკაფიოდ დააწესებს წითელ ხაზს დემოკრატიულ სახელმწიფოში.“ – წერს ნიკოლეიშვილი.
ლევან ნიკოლეიშვილი: სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში
პოლიტიკა