— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

„ლიბრეს“ კომერციული დირექტორი: ჩვენს ქსელში სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად არის წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც სამ დღეში ერთხელ შეიცვლება ხოლმე

ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში, – განუცხადა „ქრონიკას“ „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.

„ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში ერთხელ და განახლდება. მომხმარებელმა რომ უფრო მარტივად მიაგნოს ჩვენს ქსელში მსგავს პროდუქტს, ისინი განთავსდება დამატებით ადგილებში, კალათებში და მათ ექნებათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო – მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.