— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დაკავებულმა არასრულწლოვნებმა, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი გაწირეს, ხოლო, ამ ბოროტების შემოქმედთა ადოკატებად, ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინნენ, ვინაიდან, მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი.

,,ამ პერსონებმა საწყალი გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს. მეტიც, მათ ისედაც სადისტური მიდრეკილებების მქონე პირებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს და პირდაპირ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯოჯოხეთისკენ უბიძგეს. ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, ნორმალური ადამიანი დუმილს მაინც ამჯობინებდა, ესენი კი გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ.
სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია საერთოდ აღარ მიკვირს მათი ეს რეაქცია. როგორ უნდა გაგიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვლელების, მოძალადეების და სადისტების გულშემატკივრობა?! ეს ხომ მათი ფუნდამენტური, ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი. თუ სხვის უბედურებაში და სისასტიკეში თუნდაც მცირე საბაბს დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაარტყან, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენონ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადგებიან ნებისმიერი ჯალათის მხარეს.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად ამტკიცებს ერთ უტყუარ ჭეშმარიტებას: მათი პოლიტიკური დნმ, მათი მთავარი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და ავადმყოფურ სადიზმზეა დაფუძნებული. მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს, ეს არის მათი რეალური, შეულამაზებელი სახე, რომელსაც ვერანაირი ლოზუნგებით ვერასდროს გადაფარავენ!” – წერს ლიზა გეგეჭკორი.