— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ განუცხადა.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

როგორც კობალაძემ აღნიშნა, ბარამიძის ეს განცხადება „არ არის მხოლოდ ვეტერანებისთვის სილის გაწვნა, ეს არის ყველანაირი პერსპექტივის მოსპობის მცდელობა ქვეყნისთვის“.

„უცებ გამოდის ეს მოკრუსუნე ელემენტი და ხელაღებით საუბრობს, თურმე რუსული დისციპლინის ქვეშ მყოფი შემადგენლობა გაცილებით უფრო ღირსეულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმდებებს და ტყვეების მიმართ ბევრად უფრო შემნდობები იყვნენ, ვიდრე ქართველები და საქართველოს მხარეს მებრძოლი ის ადამიანები, რომლებიც მართლა უდიდესი მისიით იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ასეთი ბრალდება ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წაუყენებია ჩვენთვის, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღირსებით მებრძოლი ადამიანები.

საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ დაახლოება ერთმანეთთან. დაღუპულების გადმოსვენების პროცესში უდიდესი თანადგომა აქვს აფხაზურ მხარეს, საკმაოდ დიდი და იმედიანი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენს შვილებს შორის. როდესაც სახელმწიფო ვერ ჩაითრიეს ომში, ახლა გააჟღერეს აბსოლუტურად უაზრო ბრალდება. ჩვენ ერთობლივი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი კომპეტენტური მოკვლევის ჩატარებაში, მოვივთხოვთ, გაგვარკვიოს ჭეშმარიტებაში“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ