— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და…

აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება და ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით.

“ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ჩაკეტილი იყო უსაფრთხოების, ოკუპაციისა და სტატუსის საკითხებში. ახლა კი საქართველოდან აფხაზეთში საწვავის შეტანა, თუნდაც ერთჯერადი და კონკრეტული საჭიროებით განპირობებული ნაბიჯი, აჩვენებს, რომ გამყოფ ხაზს მიღმა ეკონომიკური ურთიერთობის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
ეს შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
კონფლიქტები მხოლოდ განცხადებებით არ გვარდება. ხშირად ნდობის აღდგენა იწყება გაცილებით პრაგმატული საკითხებით, ვაჭრობით, გადაადგილებით, ადამიანებს შორის ურთიერთობით და საერთო ეკონომიკური ინტერესების გაჩენით. სწორედ ასეთი ლოგიკა არსებობდა თავის დროზე ერგნეთის ბაზრობის შემთხვევაშიც: პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა ყოველდღიური ურთიერთობა ადამიანებს შორის. შემდეგ ეს სივრცეც გაქრა და კონფლიქტის ორივე მხარეს კიდევ ერთი დამაკავშირებელი არხი მოეშალა.

ამ კონკრეტულ შემთხვევას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აქვს: გავრცელებული ინფორმაციით, საწვავი აფხაზეთში ქართული მხრიდან საბაჟო პროცედურების გარეშე შევიდა. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სიმბოლური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, თბილისს არ მოუწია აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოს, საბაჟო სუბიექტად აღიარება, ხოლო აფხაზურმა მხარემ პრაქტიკული საჭიროების გამო ასეთ ფორმატზე თანხმობა თქვა.

ამიტომ ამ ამბავს მხოლოდ კითხვით – „რატომ მივეცით საწვავი?“ – არ შევხედავდი.
უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: შეიძლება თუ არა ეკონომიკური კავშირების ეტაპობრივი აღდგენა გახდეს გზა, რომ ოცდაათწლიანი გაუცხოების შემდეგ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან პირდაპირი ინტერესები ისევ გაუჩნდეთ?
და აქ განსაკუთრებით საყურადღებოა რადიკალების რეაქცია. ადამიანები, რომლებიც წლებია მშვიდობიან რეინტეგრაციაზე საუბრობენ, პირველივე პრაქტიკულ კონტაქტს ღალატად აფასებენ და ეს იმ დროს როცა ომის ალტერნატივა სწორედ ურთიერთობის აღდგენაა, ვაჭრობა, ეკონომიკური დამოკიდებულებები, ადამიანური კონტაქტები და ნდობის დაბრუნება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალისტური გზა ადამიანების განადგურებაზე ვერ გაივლის. თუ ოდესმე რეინტეგრაცია შესაძლებელი გახდება, ის სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება.
ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესო ჩემთვის ის პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა.

ზოგჯერ ისტორიული პროცესები დიდი ხელშეკრულებით არ იწყება.

ზოგჯერ ისინი ერთი შეხედვით უმნიშვნელო სავაჭრო ოპერაციით იწყება,” – წერს გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ