— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ლუვრიდან მოპარული ძვირფასეულობები €88 მილიონად შეფასდა

ლუვრიდან მოპარული ძვირფასეულობები €88 მილიონად შეფასდა

პარიზის პროკურორის, ლორ ბეკოს განცხადებით, ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ინფორმაცია მან RTL-ის ეთერში, მუზეუმის დირექტორის შეფასებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

„თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ ის ვერ შეედრება ისტორიულ ჭრილში მიყენებულ ზიანს“, – თქვა პროკურორმა.

მისივე განცხადებით, მძარცველები ვერ მიიღებენ მსგავს თანხას, „თუ თავში მოპარული სამკაულების გადადნობა მოუვათ“. ის იმედოვნებს, რომ მძარცველები ექსპონატებს უმიზეზოდ არ გაანადგურებენ.

პროკურორმა დასძინა, რომ უშუალოდ ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში შეიძლება სხვა​ ფიგურანტებიც იყვნენ, რომლებიც მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.

ლუვრი 19 ოქტომბერს, სამუშაო საათებში გაძარცვეს. ნიღბიანმა დამნაშავეებმა საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის ნაპოლეონისა და მისი მეუღლის ჟოზეფინას კუთვნილი ნაკეთობები.