„ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის. კონკრეტულად, Eagle Hills-თან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს იქნება სიგნალი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და მიბაძავენ Eagle Hills-ს სხვა მსხვილი კომპანიებიც, ხოლო, რაც შეეხება მითებს არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისეთი ფასი იქნებოდა უშუალოდ ბინაზე, რომ ქართველი ვერ შეიძენდა და მხოლოდ არაბები მოახერხებდნენ შეძენას, ესეც ყველაფერი უტრირებულია. ჩვეულებრივი, საშუალო საბაზრო ფასი 2 000 $, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს დაიწყო გაყიდვები და რა თქმა უნდა, ეს ხელმისაწვდომი არის ქართველი ბინის მყიდველებისთვისაც, ვინაიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი: მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ვერ შეიძენდა ბინას, უტრირებულია. საშუალო საბაზრო ფასი 2 000 $, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს, ხელმისაწვდომია ქართველებისთვისაც, ვინაიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
პოლიტიკა