— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს

მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური…
x

ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი

ჭოტორლიშვილის თქმით, ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა.

ის პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილთან და ამბობს, რომ მადურო-სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, რომლებიც ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს.

“მადურო ვენესუელელი სააკაშვილი. გეოპოლიტიკური სარკული სიმეტრია.

არ ვამართლებ ამერიკის მოქმედებას (მერე რომ არ დამწამონ) მაგრამ, ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა. ჩამოაყალიბეს კრიმინალური, კორუმპირებული მოძალადე რეჟიმები. თუმცა, მთავარი მსგავსება მადუროს და სააკაშვილის რეჟიმებს შორის არის გეოპოლიტიკაში.

მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. ორივე ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს, ორივეს იმედი ჰქონდათ ოკეანეს გაღმიდან სხვა ძლიერი ძალების მხარდაჭერის. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, ოღონდ ერთისთვის ოკეანეს გაღმა ჩინეთი იყო, მეორესთვის ამერიკა. ერთისთვის რეგიონში დომინანტი ძალა ამერიკა იყო, მეორესთვის რუსეთი. ორივე ციხეში ზის ამჟამად.

განსხვავება არის იმაში, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და რაციონალური გეოპოლიტიკის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს.”- წერს ჭოტორლიშვილი.