— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

მაიკ ბენცი ქართველ რადიკალებზე: ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, NED-ის ხელფასზე

ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, NED-ის ხელფასზე, – განაცხადა მაიკ ბენცმა ქართველ რადიკალებზე საუბრისას.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.

ბენცი ხაზს უსვამს აშშ-ის „ორმაგ სტანდარტს“ და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა თავად ამერიკაში ათწლეულებია მოქმედებს FARA (უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი), ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა თავად სურს.

ექსპერტის განმარტებით, აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა სახელმწიფოებმა არ იცოდნენ, თუ ვინ ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა თუ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ, რათა ამ ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენა.

გამოსვლაში ექსპერტი ამბობს, რომ ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით იბრძოდნენ, სინამდვილეში აშშ-ის მიერ ფინანსდებოდნენ. ბენცის ირონიული შეფასებით, პარადოქსულია, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს, რომ „თვალებზე ხელი ააფარონ“, რათა არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ინფლუენსერი ფინანსდება ფარულად უცხოური ძალის მიერ.

„არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელფასზე და ჩვენ ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რომ შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ“, – განაცხადა ბენცმა.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ