— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში და სახელმწიფო…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

„მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.