— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

მაკა ბოჭორიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება

მაკა ბოჭორიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად…

მქონდა შესაძლებლობა, ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქართულ მხარეს აქვს აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხის გააქტიურების მოლოდინი.

“პარალელურად, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე უფრო მეტად გვესაუბრა. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.