თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი  ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილში: ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა

მაკა ბოჭორიშვილი ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილში: ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დევიდ ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყულევის პორტში არ იყო დაფიქსირებული სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს მიუღია არავითარი ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავდა ან მიუთითებდა მოთხოვნების შეუსრულებლობაზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი დევიდ ო`სალივანს.

გარდა ამისა, წერილში საქართველოს პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის საქმის ერთგულია.

მაკა ბოჭორიშვილი ენერგომატარებლებით საერთაშორისო ვაჭრობაში ყულევის ტერმინალის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკას და მხარს უჭერს “შუა დერეფანს“.

„საქართველოს მთავრობის სახელით გიდასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ პრობლემების გადაჭრის საქმისადმი, რომელიც საზღვაო სფეროში არსებულ რისკებს უკავშირდება“, – წერს ბოჭორიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ო`სალივანი საქართველოს ეწვია, ახალი არხების შექმნის მეშვეობით საქართველომ და ევროკავშირმა სანქციების შესრულების კუთხით არსებული თანამშრომლობა განამტკიცეს. მაკა ბოჭორიშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სთავაზობს შეიქმნას სტრუქტურირებული ოპერატიული არხი, რათა ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან უფრო გაძლიერდეს

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

13 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

14 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

16 სთ წინ2 წთ