— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, გაუგებარია – თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, გაუგებარია – თუ ვინმემ უნდა…

კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით და თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს პირველ რიგში ბრიუსელის ბიუროკრატიაა – მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოსთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე აქცენტებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კურსი მიმართულია „ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე“.

„საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის. რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. კალასის თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ “საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ”.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ