— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე:  მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო  სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც…

მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო  სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში,-  განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით,  დაახლოებით 7-8 თვის წინ აღნიშნული ცვლილება უკვე დაგეგმილი იყო მმართველი გუნდის მიერ. 

მისივე თქმით, ის შეეცდება ახალი პოზიციით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა. 

„ძალიან გულწრფელი რომ ვიყო თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი.  არ დაგიმალავთ დღეს შეიძლება ამის თქმა, იყო მთელი რიგი გარემოებები რის გამოც მე დროებით  პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით, მოწოდებით, რეკომენდაციით, დავიკავე ის თანამდებობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წინასწარ გათვლილიც კი იყო, თუმცა ეს არ იყო მაინც და მაინც  8 თვეში, ან 7 თვეში დავტოვებ თანამდებობას, არამედ იყო მაშინ ასეთი საჭიროება და მაშინ არ გვქონდა ჩვენ 100 %-იანი გადაწყვეტილი ეს როგორ განვითარდებოდა. ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა, თუმცა საბოლოო ჯამში დავუბრუნდით დავარევერსეთ ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში როდესაც ეს ცვლილება დაანონსდა ვნახე ერთი მხრივ, სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები, „ქართული ოცნების“ მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ „პენსიაზე გაუშვეს“, პრინციპში, ძალიან გულწრფელად, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ სუს-ის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი  და მან დაავალოს რაღაცები „შენ ასე გააკეთე და შენ ისე“, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავი  უწყებებს შორის ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო ის დინამიკა სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში ეს იქნება კორუფცია, ტერორიზმთან ბრძოლა, ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ ა.შ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ