— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა…

შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], “გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს” –  ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE”.

მდინარაძის განმარტებით, აუცილებელია, სამართალდამცველთა რიგებში ერთეული დამნაშავეები იდენტიფიცირებული და დასჯილი იყვნენ, რათა სამართალდარღვევის ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ. 

“ამას რაღაც მიზეზები აქვს – სუბიექტური და ობიექტური, მაგალითად, ბევრი ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი, მაგალითად, შეიძლება იყოს ის, რომ სამართალდამცველთა, სამართალდამცავ ორგანოთა შორის რაღაც სოლიდარობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფენომენი, მსოფლიოში ასე ხდება, რომ სამართალდამცველები, ერთმანეთის მიმართ არიან სოლიდარულები. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ, ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის აღმოფხვრის კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას – როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია. მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე, ალბათ – დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად, სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ,” – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ