— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

მარკო რუბიო: „Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა

„Amnesty International“-ი თაღლითური ორგანიზაციაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

კითხვა შეეხებოდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის, სახელწოდებით „Epic Furry” ფარგლებში, პორტუგალიის ლაჟესის აეროდრომის გამოყენებას და ამის გამო დაწყებულ გამოძიებას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაძლო დარღვევის გამო. კონკრეტულად კი, „Amnesty International“-ის განცხადებას, რომ პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს სამხედრო დანაშაულებსა და ქმედებებს.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ორგანიზაცია ყურადღებას უნდა ამახვილებდეს ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და არა აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციაზე.

„თუ მკითხავთ, რაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას „Amnesty International“, გეტყვით: ირანის რეჟიმზე, რომელმაც ცივსისხლიანად მოკლა ათობით ათასი ადამიანი თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში. „Amnesty International“-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ იჭრება ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში – როდესაც მომიტინგეები დაშავებულნი არიან – და როგორ კლავს ადამიანებს საავადმყოფოს საწოლში; თანაც, ზოგჯერ კლავს იმ ექიმებსა თუ ექთნებსაც, რომლებიც მათ მკურნალობდნენ. სწორედ ამაზე უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას. ეს არის სამხედრო დანაშაულები. ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და დანაშაულები, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან,“ – განაცხადა მარკო რუბიომ.