— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა

Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა

ჟურნალმა Vogue დაასახელა Met Gala 2026-ის თემა, რომელიც 4 მაისს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტში გაიმართება. ღონისძიება „კოსტიუმის ხელოვნებას“ მიეძღვნება.

„ეს გამოფენა შეიძლება მუზეუმში მართლაც მომხიბლავი ექსპოზიცია გახდეს და ჩვენი კოლექციის ყველაზე განსხვავებული სფეროების – ფერწერის, ქანდაკების, ნახატების ექსპონატებს მოიცავდეს“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, მაქს ჰოლეინმა.

გასული, Met Gala 2025-ის თემა და მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენა „შავ დენდიზმს“ მიეძღვნა.