— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სისტემა

მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის…

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი  ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.

მისი თქმით, საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აქტიურად გარდაიქმნება და უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ამ პროცესში კი გადამწყვეტია როგორც რეფორმები, ისე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.

„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩართულია სამხრეთის გაზის დერეფანში, ბაზარი მაინც ნაწილობრივ იზოლირებულია ევროპული სისტემისგან. ძირითადი მიმწოდებელი აზერბაიჯანია, ხოლო რუსული გაზი დაახლოებით 15%-ს შეადგენს და ძირითადად ბალანსირების ფუნქციას ასრულებს. ქვეყანას ამ ეტაპზე არ გააჩნია გაზის საცავები, რაც კრიზისულ სიტუაციებში მოქნილობას ამცირებს. შესაბამისად, ალტერნატიული წყაროების სრულად ჩანაცვლება ჯერჯერობით რთულია. ნავთობის სექტორში მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია — ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, რუსული იმპორტის წილი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა 2026 წლის დასაწყისში უკვე შემცირების ტენდენცია შეინიშნება. მომავალში მისი ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა ეს შესაძლოა ფასებზე აისახოს.

საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აქტიურად გარდაიქმნება და უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ამ პროცესში გადამწყვეტია როგორც რეფორმები, ისე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სისტემა.“-განაცხადა მეზურნიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ