— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს – ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურ, კეთილსინდისიერ შრომაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წესწყობილება

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა – წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის…

“ღრმად სიმბოლურია, რომ ამ ახალ სახელმწიფოებრივ ტრადიციას საფუძველს სწორედ აქ, ეროვნულ სასახლეში ვუყრით – იმ ისტორიულ კედლებში, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და მისი სამართლებრივი საძირკველი ჩაიყარა.
დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს.
ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა.
გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა. ელექტრონული სისტემების წარმატებულმა დანერგვამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართულ საარჩევნო ადმინისტრაციას შესწევს უნარი, ურთულესი რეფორმები მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით განახორციელოს. ეს არის მიღწევა, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს სამართლიანად შეუძლია იამაყოს.
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც უწყება ბოლოწლებში აღმოჩნდა. ხელოვნურ აჟიოტაჟსა და ცილისწამებას თქვენ დაუპირისპირეთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, სრული გამჭვირვალობა და უტყუარი ფაქტები – რითაც არა მხოლოდ დაიცავით ინსტიტუტის ღირსება, არამედ კიდევ უფრო განამტკიცეთ მისი ავტორიტეტი.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე. ეს დიდი პატივია, ამავდროულად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც. ზეწოლის პირობებში შენარჩუნებული სიმშვიდე, კანონის უზენაესობის ერთგულება და პროფესიული კეთილსინდისიერება არის თქვენი მთავარი ძალა და საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ ამ მაღალ სტანდარტსა და სახელმწიფოებრივ ტრადიციას ახალი თაობაც ღირსეულად გააგრძელებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის სამსახურში!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!” – მიხეილ ყაველაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 წთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ