„მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, ხობის კულტურის სასახლეში „თბილისური კვარტეტის“, თაკო გაჩეჩილაძის, „ნიკოლშოუს“, პანჩოს, ლიკა დოლიძის და „ლაიქ ბენდის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


