— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, – განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელიც.

„პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და ასფალტის საფარის დასაგებად საფუძველი მომზადდა. მისამართზე ასევე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც ტერასულად აშენდება. ამ ტიპის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე მნიშვნელოვანია, რათა, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს. აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რაიონების მიხედვით გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

„დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები. გვინდა, ავითვისოთ ყველა მიტოვებული თუ სარეაბილიტაციო არეალი. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა დამჭერი კედლების მშენებლობა და აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გვაქვს ისეთი ქუჩებიც, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. რა თქმა უნდა, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ