— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს ეთანხმებიან ნაცმოძრაობის წევრები და პროპაგანდისტები

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს…

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ “ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითიც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს”.

ჟორჟოლიანს ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პროპაგანდისტები. მაგალითად, “ილიაუნის” ლექტორი, ბექა კობახიძე, დაკავებებს მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საინფორმაციო ველსა და დღის წესრიგს უკავშირებს და წერს, რომ “ქოცები”, “ირინა ენუქიძისა და ეკა კუპატაძის ფოტოებს გამოდებენ კონტრასტისთვის”.

იმნაძის დაკავების კადრებზე, რომელიც თავად არასრულწლოვანის ადვოკატმა გაასაჯაროვა, საზოგადოების რეაქციით უკმაყოფილოა არაერთი ოპოზიციონერი. ისინი აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არასრულწლოვნის დაპატიმრების გამო სიხარული. ოპოზიციონერი იურისტები ამ შემთხვევაში, იმ ფაქტის გამოც გამოთქვამენ მწუხარებას, რომ “საზოგადოება ადამიანს წინასწარ ნათლავს დამნაშავედ” და ჟორჟოლიანის მსგავსად, მტკიცებულებებს ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.