„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს
7 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება „სამშობლოს ღალატის“ მუხლით დაიწყო
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს მაშინ პროკურატურაში