— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ ის პოლიტპატიმარი იქნება.

გვარამიას განცხადებით, ის პოლიტპატიმრად მიიჩნევს ყველას, ვინც პოლიტიკური პროცესების გამო არის დაკავებული.

„მე ყველას პოლიტპატიმარს ვეძახი მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკოსის სტატუსი როდესაც დაიჭირეს. ისინი პოლიტიკური პროცესების გამო არიან ციხეში და მათი დაჭერის წინაპირობა არის პოლიტიკური და ისინი პოლიტპატიმრები არიან. მათ შორის, ის „ქოცებიც“ რომლებიც დაიჭირეს იმის გამო, რომ ამ წუთში რომელიღაცა პოლიტიკოსმა ასე ჩათვალა საჭიროდ ის ხალხიც პოლიტიკურ პატიმრებად მიმაჩნია. მათ, რა თქმა უნდა, არ ვუთანაბრებ სამშობლოს ბრძოლისთვის დაჭერილ და მისჯილ ადამიანებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პოლიტპატიმრად მივიჩნევ ყველას, ვინც სამართლიანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე პოლიტიკური მიზეზით იმყოფება ციხეში. ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. მე ვერ მივუდგები ვერავის ორმაგი სტანდარტით. მგონია, რომ პასუხისმგებლობა დამნაშავის, ნებისმიერის უნდა დადგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუ სასამართლო არ არსებობს ასეა მოწყობილი სამყარო.
ყოფილან ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომელიც საერთოდ არ მეხატებოდნენ გულზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ თუ ადამიანი სასამართლოს და გამოძიების გარეშე ზის ციხეში ის ვერ იქნება სამართლიანი პატიმარი.
როცა პოლიტიკოსია, როგორიც არ უნდა იყოს უკვე ჩნდება პრეზუმფცია. მაგალითად, გიორგი გახარია რომ დაიჭიროს 20 ივნისისთვის ბიძინა ივანიშვილმა, არ იქნება პოლიტიკური პატიმარი?!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

5 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ