— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება – რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ

ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების…

მივხვდი, რომ ესე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ესე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.

„ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა – მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი რამ ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. და ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია. სინამდვილეში, ამას დეკადები სჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.
იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ ნუ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიულო ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია ქართველებმა ვიდავოთ სომხებს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

17 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ