„ვიღაცას ჰგონია, რომ რევოლუცია გადაწყვიტა.. არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ, მე ვნახე ამის რესურსები გვაქვს თუ არა, რამდენჯერმე. არ მაქვს აჩემებული მაინც და მაინც 4 ოქტომბერი. რაღაცები მანამდეც ხომ ხდებოდა?! რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საკუთარ საზოგადოებას უნდა იცნობდე, როდესაც ლაპარაკობ და პოლიტიკოსი ხარ და მოწოდებები გაქვს. არ არის ამის დაკვეთა ადგილზე. არის ამის სურვილი ცალკეულ ადამიანებში, ზოგიერთს სულსწრაფობით, ზოგიერთს რადიკალიზმით. არაფერს ვზრახავ, რადიკალიზმს ვგულისხმობ, სწრაფი და ერთჯერადი ნაბიჯით გადაწყვეტილების მიღების სურვილს და არა იმ თვალსაზრისით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ სურვილი რჩება სურვილად. და ის, რომ ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში ამას დაწერს, ადამიანები, რომლებიც ძირითადად უცხოეთიდან წერენ, ან აქ არიან და აქციაზე ხან არიან, ხან არ არიან ან საერთოდ არ არიან. ჩართულები ან არიან ან არ არიან საერთო მოძრაობაში და ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რატომ ვერ შედგა 4 ოქტომბერი, როდესაც თვითონ არ დაუდგნენ იმ ხალხს გვერდით“- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ადგილზე ამის [რევოლუციის] დაკვეთა არ არის
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
პოლიტიკა