— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
პოლიტიკა

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს, პატარა შემსყიდველს და ხშირად შესასყიდი ფასები არის უფრო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყანაში. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის, თუმცა, თამაშის წესებს ისინი კარნახობენ

ნიკოლოზ ბურდული: სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს, პატარა…

„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“- ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ „რა კომპონენტებია, რომელიც იწვევს საოპერაციო ხარჯების გაძვირებას და სად ფიქრობს, რომ შეიძლება ოპტიმიზაცია გაკეთდეს“, ბურდული აღნიშნავს, რომ მარკეტინგის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, „გარე ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან პრაქტიკულად ყველა მომწოდებელმა ფასები გააძვირა წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული“.

ბურდული ასევე საუბრობს, რა იწვევს საოპერაციო ხარჯების გაზრდას და ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ასევე, ამბობს, რომ დისტრიბუტორი ფასებს თავისი ნებით ვერ გაზრდის.

„პირველი არის სამუშაო კაპიტალი და სამუშაო ძალა, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. ხელფასის მატება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევე, ლოგისტიკური მიმართულებით – საწვავი. ძირითადი საოპერაციო ხარჯები ეს არის.
კონკურენციიდან გამომდინარე განუზომლად ვერ გაიზრდება ფასნამატი იმიტომ, რომ ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. 2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა მაქსიმუმ 2%-ით, ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს. იმპორტის და აღნიშნული ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს. ყველას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ სცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%. ჩვენი კომპანიაც ამ ფარგლებში თამაშობს 3%-დან 5%-მდე “ებიტაჟში“- აღნიშნავს ბურდული.

ასევე, ის, რომ პროდუქტი, მაგალითად, საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე თურქეთში, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამას მწარმოებლის ფასები განაპირობებს.

„სიძვირეს განაპირობებს მწარმოებლის ფასები. ხშირ შემთხვევაში არის როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, ან თურქეთი და სხვა, ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირს ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოხსენებულ ქვეყნებთან მიმართებით. მწარმოებელთან კამათი მუდმივად მიდის და მაქსიმალურად ხდება შეძლებისდაგვარად შემცირება, თუმცა, საბოლოო ჯამში თამაშის წესებს ისინი კარნახობენ,“- აღნიშნა ნიკოლოზ ბურდულმა.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

4 სთ წინ3 წთ
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

4 სთ წინ3 წთ
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება

4 სთ წინ2 წთ