— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი…

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ როდესაც ბრიუსელიდან საქართველოს შესახებ გაკეთებულ თითოეულ განცხადებას ოპოზიციური მედია ფართოდ განიხილავს, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის მიმართ იგივე ინტერესი არ გამოუჩენიათ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლეოდა, მათ შორის, ჩინეთის ინტერესებზე საქართველოს მიმართ, ქართული ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე.

მისივე შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის უფლებაა, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების განზრახ იგნორირება უკვე საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა.
როდესაც ბრიუსელში საქართველოზე ნახევარ წინადადებას იტყვიან, საღამოსთვის უკვე სამი პანელი აქვთ გამზადებული, რომ გაარკვიონ, რას ნიშნავდა მძიმე წინადადების შუაში. პეკინიდან ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ხვდება და იმავე სტუდიებში უცებ სათქმელი ელევათ. ეტყობა, ზოგიერთის საფიცარი მზე მხოლოდ დასავლეთში ამოდის, ახალი ამბების რედაქციაც კი იმავე მზის საათით მუშაობს.
გავიმეორებ, საქართველოს ჩინეთიდან ამ რანგის თანამდებობის პირი აქამდე არ სწვევია. ამ ვიზიტის გარშემო არაერთი შინაარსიანი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო. რას ხედავს პეკინი საქართველოში? რა შესაძლებლობები უჩნდება ქართულ ბიზნესს? რა პირობებით შემოვა ინვესტიცია და რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?
ხელისუფლებას რამდენიც გინდათ, იმდენი ედავეთ. მაგრამ როცა საქართველოსთვის ამ მასშტაბის მოვლენას მხოლოდ იმიტომ ჩქმალავთ, რომ ხელისუფლებას შეიძლება წარმატებად ჩაეთვალოს, ამით ქვეყანას აზარალებთ. თქვენს პრიორიტეტებზე თქვენივე დუმილი ნებისმიერ ჩემს შეფასებაზე მეტს ამბობს.
ერთი კითხვა კი მაინც დამრჩა. ხან ჭენგი თბილისში რომ ბრიუსელიდან ჩამოფრენილიყო, მაშინ მაინც გახსნიდით საინფორმაციო გამოშვებას ამ ამბით?’ – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.