— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას

ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა მიიღოს…

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას.

“ვინც არ იცის, თუ კიდევ რა ხდება საბრალო და ომით დატანჯულ უკრაინაში…

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთსქესიანთა ქორწინება და ლგბტ+ უფლებები უნდა აღიაროს.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია რესურსი „გენდერი დეტალურად“ ავრცელებს, ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოჩკა ოპორის“ და „უკრაინელი ლგბტ+ სამხედროები და ვეტერანები თანაბარი უფლებებისთვის“ მიმართვას უკრაინის ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ე.წ დამცველების თქმით, ეს პროექტი ავიწროებს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ დაცვას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ფაქტობრივი ოჯახური კავშირების აღიარებას მხოლოდ საპირისპირო სქესის პარტნიორებისთვის. რაც ნიშნავს, რომ ერთსქესიანმა წყვილებმა შეიძლება დაკარგონ მათი ურთიერთობების ნაწილობრივი სამართლებრივი აღიარების ერთადერთი არსებული მექანიზმი.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პირებთან ქორწინების ავტომატურ ბათილად ცნობას, რომლებმაც სქესის შეცვლა განიცადეს, ასეთი ცვლილების მომენტის მკაფიოდ განსაზღვრის გარეშე. ადამიანის ე.წ უფლებათა დამცველები ხაზს უსვამენ, რომ ამან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ქორწინებებიც კი, რომლებიც კანონიერად დაიდო დოკუმენტებში სქესის მარკერის ოფიციალური შეცვლის შემდეგ.

ევროკომისია ახსენებს უკრაინის ხელისუფლებას აღებულ ვალდებულებას „ფუნდამენტების“ მოლაპარაკებების კლასტერის ფარგლებში, კერძოდ, 23-ე მუხლის „სასამართლო ხელისუფლება და ფუნდამენტური უფლებები“, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას.

ევროკომისია აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას და ასევე დააყენებს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის გავლენის საკითხს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე უკრაინის ხელისუფლებასთან ოფიციალური დიალოგის დროს.

იცოდესიმართლე” – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ