თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიო და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი პოლიტიკური რწმენით, არამედ იმ დღის წესრიგით, რომელსაც გარედან იღებენ

ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიო და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში…

მეტრეველი ქრონოლოგიურად იხსენებს 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც რუსული ინვესტიციები და ტურიზმი არ ყოფილა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული საზოგადოებისთვის. ისტერიული რიტორიკა კი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, რაც სწორედ გარედან მიღებულ დავალებებზე მიუთითებს და არა რეალურ პატრიოტიზმზე.

”ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილის მთავარი გზავნილი მკაფიოდ და გასაგებად გულისხმობს, რომ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი პოლიტიკური რწმენით, არამედ იმ დღის წესრიგით, რომელსაც გარედან იღებენ.
გავყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას: 2012 წლამდე, მაშინ როდესაც საქართველოს 20% უკვე ოკუპირებული იყო, საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლაც იზრდებოდა და რუსული ინვესტიციებიც ჩვეულებრივ გრძელდებოდა. მაშინ არც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა იყო უსამშობლო ხალხისთვის პრობლემა და არც ეკონომიკური ურთიერთობები. მიუხედავად ოკუპაციისა, ამ თემებზე დღეს არსებული ისტერიული რიტორიკა მაშინ საერთოდ არ არსებობდა. დაიწყო უკრაინაში ომი და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ერთ დღეში გახდნენ ყველაზე ხმამაღალი „რუსოფობები“. რა შეიცვალა საქართველოსთვის? ოკუპაცია ხომ არც მაშინ დასრულებულა და არც დღეს დასრულებულა. შეიცვალა მხოლოდ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც ეს ადამიანები მიჰყვებიან.
თუ დღეს ასე მარტივად ცვლიან პოზიციებს, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ხვალ, რეალური საფრთხის შემთხვევაში, ისევ პასუხისმგებლიანად მოიქცევიან? მით უმეტეს, როდესაც გვახსოვს განცხადებები, რომ თურმე „ასეთ მშვიდობას ბომბების წვიმაში ცხოვრება სჯობს“. ომისკენ მოწოდება ყველაზე ადვილია მაშინ, როდესაც იცი, რომ ბრძოლის ველზე თავად არ აღმოჩნდები.
პატრიოტიზმი ხმამაღალი ლოზუნგები არ არის. ქვეყნის სიყვარული ნიშნავს პასუხისმგებლობას, თანმიმდევრულობას და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას. ხოლო, როდესაც პოლიტიკური პოზიცია გარე დავალებების ცვლილებასთან ერთად რადიკალურად იცვლება, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იკითხოს, ეს მართლაც პრინციპების პოლიტიკაა თუ საქართველოსთვის მტრული დღის წესრიგის შესრულება? ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ კითხვაზე პასუხი სრულიად ნათელია და სწორედ ამიტომ აგენტებით სავსე ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

59 წთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ