— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ

ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის…

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ირონიულ ვიდეოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახების ტრაგედიების გაშარჟება მათი ტკივილის შეურაცხყოფაა.

მეტრეველის თქმით, კომისიის სხდომებზე საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, უკანონო პატიმრობასა და ქონების ჩამორთმევაზე. მისივე თქმით, პოლიტიკური უთანხმოება არ ამართლებს იმ ადამიანების ისტორიების დაცინვას, რომლებმაც საკუთარ ტრაგედიებზე საჯაროდ ისაუბრეს.

„სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების ტრაგედიით დაცინვა?!
სოციალურ ქსელებში საგამოძიებო კომისიის თემაზე ირონიულ ვიდეოს ატრიალებენ და ცდილობენ, მთელი ეს უმძიმესი პროცესი რაღაც იაფფასიან წარმოდგენად აქციონ. თითქოს ამ კომისიაზე არაფერი მომხდარა, თითქოს საზოგადოებას არ მოუსმენია ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, თითქოს არ გვინახავს შვილმკვდარი მშობლების ტკივილი, განადგურებული ოჯახების ტრაგედია და ადამიანების მონათხრობი იმის შესახებ, როგორ დაუნგრიეს ცხოვრება.
ნუთუ ამ ადამიანების ტკივილი ვინმესთვის სასაცილოა?!
საგამოძიებო კომისიაზე საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, უკანონო პატიმრობაზე, საკუთრების ჩამორთმევასა და ხელისუფლების ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანების ბედზე. ეს არ ყოფილა უბრალოდ პოლიტიკური დებატები. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი შვილების, მშობლების, ოჯახის წევრებისა და დაკარგული წლების დაბრუნება აღარ შეუძლიათ.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე სერიოზული მსჯელობა გაიმართოს, ვხედავთ მცდელობას, მთელი საკითხი დაცინვისა და პოლიტიკური მასხარაობის საგნად აქციონ.
სად არის სინანული? სად არის პასუხისმგებლობის აღიარება? სად არის თუნდაც ელემენტარული პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და საჯაროდ მოყვნენ საკუთარი ტრაგედიები?!
პოლიტიკური დაპირისპირება ერთია, მაგრამ ადამიანური ტრაგედიის გაუფასურება, სრულიად სხვა. შეიძლება არ ეთანხმებოდე საგამოძიებო კომისიის პოლიტიკურ შეფასებებს, შეიძლება აკრიტიკებდე მის საქმიანობასაც, მაგრამ ეს ვერ გახდება იმ ადამიანების მონათხრობის აბუჩად აგდების გამართლება, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცდილი ძალადობის შესახებ ისაუბრეს.
განსაკუთრებით მძიმეა იმის ყურება, როდესაც წარსულში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ ისტორიებზე სერიოზული პასუხების გაცემის ნაცვლად საკითხის გაშარჟებას ცდილობენ. ასეთი დამოკიდებულება დაზარალებულებმა სრულიად სამართლიანად შეიძლება აღიქვან როგორც მათი ტკივილის ხელახალი შეურაცხყოფა.
საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ.
პოლიტიკურ ძალას შეუძლია საკუთარი წარსულის დაცვა, მაგრამ არ შეუძლია ადამიანებს მოსთხოვოს საკუთარი ტკივილის დავიწყება.
გავიმეორებ: ადამიანების ტრაგედია არ არის კომედია. მათი ტკივილი არ არის პოლიტიკური გასართობი. და არც ერთი სასაცილო ვიდეო ვერ წაშლის იმ მძიმე ისტორიებს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილად დარჩა.“ – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.