— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს – თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია. ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული

ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ…

„ოპოზიციური მედიები: ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში განიხილება.
რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ასე შეშფოთდნენ ღირსეული თემთა პალატის წევრები, დარწმუნებული ვარ, მკითხველს აინტერესებს თუ როგორი დემოკრატიული გარემო სუფევს თავად დიდ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, ერთ ფრიად საინტერესო ამბავს მოგიყვებით:
შაჰიდ ბატი (წარმოშობით პაკისტანელი), რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის და გეგმავდა ქალაქ ადენში ბრიტანეთის საკონსულოს აფეთქებას, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს.
მან ხუთი წელი გაატარა ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს და პირდაპირ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. დღეს, ბატი აღარ არის ტერორისტი, ის უკვე „მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტია“.
მავანი იკითხავს: როგორ მოხვდა ბრიტანელების სასტიკი მკვლელობის დაგეგმვის მსურველი ადამიანი საარჩევნო სიაში?
თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია. ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული და ეროვნული დროშები მიგრანტების (სხვათა შორის პაკისტანელების) სიამოვნებისთვის ჩამოშვებულია, სამწუხაროდ დიდი ხანია სხვა წესებით ცხოვრობს.
და ბოლოს: ბრიტანული მაგალითი ნათლად აჩვენებს მიგრანტების ფილტრაციისა და კონტროლის მიტოვების შედეგებს. როდესაც საზღვრები წაშლილია და წარსული უმნიშვნელოა, ტერორისტი ადვილად იქცევა პოლიტიკოსად. ეს გაფრთხილებაა არ არის მხოლოდ ევროპული დედაქალაქებისთვის, არამედ ჩვენთვისაც,“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი