— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
Uncategorized

ნიკოლოზ მეტრეველი: უნივერსიტეტების გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მეცნიერებზე და სტუდენტებზე

ნიკოლოზ მეტრეველი: უნივერსიტეტების გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ არის სააკაშვილის…

ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე და ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს – ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად. განათლების რეფორმაზე დარდობენ თურმე, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენეს განათლების სისტემას. შესაბამისად, გასაგებია, რომ რადიკალური ძალებისგან მოედინება დეზინფორმაციის ნიაღვარი“, – აღნიშნა მეტრეველმა.

მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაგეგმილ გაერთიანებაზეც ისაუბრა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას და სტუდენტებს მიმართა, რომ „გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა განადგურდება ან რომელიმე მეცნიერი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული.“

მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი სტუდენტისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ამაზე მკაფიოდ ისაუბრა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება არც ქონების გასხვისება და არცერთი ღირსეული ადამიანის რაიმე სახით დაჩაგვრა. ეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მეცნიერებზე და სტუდენტებზე.
ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ოცნებობს, რომ რაც შეიძლება კარგ უნივერსიტეტში ჩააბაროს. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, ლოგიკურად რომელიმე სტუდენტს, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური ხედვა და გემოვნება, არ მოსწონდეს ეს რეფორმა. ნებისმიერი სტუდენტისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ რეფორმას და უამრავი ღვაწლმოსილი ადამიანია ჩართული. ბუნებრივია, დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ შესაძლოა, გია ნოდია, ლევან რამიშვილი ან დიმიტრი შაშკინი იყვნენ ჩართული, რომლებიც ღვაწლმოსილ ხალხს სისხლის დალევით ემუქრებოდნენ. ალბათ, ახალაია რომ იყო გარეთ, მის ჩართვასაც მოითხოვდნენ განათლების რეფორმაში. მინდა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობასაც და აკადემიურ პერსონალსაც მივმართო – თუ გაქვთ სურვილი, არის აბსოლუტური გახსნილობა, მინისტრი და მისი მოადგილეები სრულ მზაობას აცხადებენ დიალოგისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ